ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.

ქართველები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და დორტმუნდის  Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან. 22 ივნისს ჰამბურგში Volksparkstadion-ზე ითამაშებენ, სადაც ჩეხეთს შეხვდებიან. პორტუგალიასთან მატჩს კი გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს.

მონაწილე ქვეყნებისთვის უეფა კვოტებს გამოყოფს, რაც ქვეყნების შიდა საიტებზე გაიყიდება, ზოგადად გასაყიდი ბილეთების ფასები კი ასეთია:

18 ივნისი - თურქეთი-საქართველო  €140-დან €555-მდე
22 ივნისი - საქართველო-ჩეხეთი  €170-დან  €4 600-მდე
26 ივნისი - საქართველო-პორტუგალია  €175-დან €2 265-მდე

პლეი-ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.