არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways აგრძელებს თავისი მარშრუტების ქსელის გაფართოებას: ავიაკომპანიამ შვიდი ახალი მიმართულების შესახებ გამოაცხადა.

თბილისის, ბუქარესტის, ალმატის, ბაქოს, მედინას, ტაშკენტისა და ერევნის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ფრენები 2026 წლის მარტში დაიწყება, გარდა მედინას მიმართულებით მარშრუტისა, სადაც რეისები 2025 წლის ნოემბერში დაიწყება.