ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 იანვარს, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, მუხრანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.