ეკატერინე ტიკარაძე „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია bm.ge-ის თავად ეკატერინე ტიკარაძემ დაუდასტურა.
ის რჩება ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებით. ის ხელმძღვანელობს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება.
2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში, კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.
ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 2021 წლის ბოლოს დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება იყო.
bm.ge
ეკატერინე ტიკარაძე „საჩხერის სამედიცინო ცენტრში“ დირექტორად დაბრუნდა
შავი ზღვის პორტებზე თავდასხმებმა ხორბლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია - გაერო
შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო - აშშ-ის საელჩო საქართველოში
1.5 წელიწადში ქვეყანაში 45 თანამედროვე ელმავალი შემოვა - ლაშა აბაშიძე
განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს - ირაკლი კობახიძე
1-ელი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე - ლევან ჟორჟოლიანი