დღეს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი დი­ლას ფინ­ჯა­ნი ყა­ვით იწყებს. მას შემ­დეგ, რაც ყავა ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, მეც­ნი­ე­რებ­მა მისი სარ­გებ­ლი­სა თუ მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად არა­ერ­თი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა, ერთ-ერ­თმა უკა­ნას­კნელ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ყა­ვის ან ჩაის ზო­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბა ამ­ცი­რებს მრა­ვა­ლი კარ­დი­ო­მე­ტა­ბო­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. მა­გა­ლი­თად: გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბას, ინ­სულტს და დი­ა­ბეტს.

კი­დევ ერ­თმა კვლე­ვამ, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნა, რომ დი­ლით ყა­ვის და­ლე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

ამის ცოდ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ყა­ვის სარ­გე­ბელ­ზე? რა რა­ო­დე­ნო­ბის ყავა ით­ვლე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ და რა- ზედ­მე­ტად?

ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად CNN-ი ჯან­მრთე­ლო­ბის ექ­სპერტს, დოქ­ტორ ლე­ა­ნა ვენს ესა­უბ­რა.

CNN: რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გვაქვს იმი­სა, რომ ყავა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა?

დოქ­ტო­რი ლე­ა­ნა ვენი: მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ბევ­რია. ბოლო კვლე­ვე­ბის გარ­და, ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყა­ვის ზო­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბა ასო­ცირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის, მათ შო­რის, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, დი­ა­ბე­ტის, გარ­კვე­უ­ლი კი­ბოს და დე­მენ­ცი­ის ჩათ­ვლით რისკთან.

ყავა შე­ი­ცავს ქი­მი­კა­ტებს, რომ­ლებ­საც აქვთ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბე­ბი, რაც შე­საძ­ლოა ხელს უწყობს მის ეფექტს კი­ბოს რის­კის შემ­ცი­რე­ბა­ში.

ყა­ვა­ში ნა­პოვ­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს ორ­გა­ნიზმს ინ­სუ­ლი­ნის უკეთ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და სის­ხლში შაქ­რის დო­ნის კონ­ტროლ­ში.

CNN: რა რა­ო­დე­ნო­ბის ყა­ვის მი­ღე­ბა არის სა­სარ­გებ­ლო?

ვენი: ზო­მი­ე­რი დონე, რო­გორც წესი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დღე­ში ორი­დან ოთხ ფინ­ჯან ყა­ვამ­დე.

2024 წელს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში, გა­მო­იკ­ვე­თა რომ ვინც დღე­ში სამ ფინ­ჯან ყა­ვას სვამ­და, კარ­დი­ო­მე­ტა­ბო­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 48%-ზე მე­ტით შე­უმ­ცირ­და იმათ­თან შე­და­რე­ბით, ვინც დღე­ში სამ ფინ­ჯან­ზე ნაკ­ლებს ან სა­ერ­თოდ არ სვამ­და.

დაფ­ქუ­ლი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა ამ­ცი­რებს ად­რე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის რისკს და­ახ­ლო­ე­ბით 27%-მდე, ხსნა­დი ყავა 11%-მდე.

CNN: რა რა­ო­დე­ნო­ბის ყავა არის ზედ­მე­ტი?

ვენი: ძა­ლი­ან ბევ­რი ყა­ვის მი­ღე­ბამ ეიძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა, შფოთ­ვა, მო­უს­ვენ­რო­ბა და ძი­ლის გაძ­ნე­ლე­ბა.

აშშ-ს სურ­სა­თი­სა და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნახ­მად, დღე­ში 400 მი­ლიგ­რა­მი კო­ფე­ი­ნი უსაფრ­თხოა ზრდას­რულ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის. ვინც კო­ფე­ი­ნის ზედ­მეტ დო­ზას იღებს, აღე­ნიშ­ნე­ბათ ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბი.

მწვა­ნე და თეთ­რი ჩაი ნაკ­ლებ კო­ფე­ინს შე­ი­ცავს.

ამე­რი­კის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მია რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს, რომ 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­მა არ მო­იხ­მა­რონ კო­ფე­ი­ნი. 12-დან 18 წლამ­დე ბავ­შვე­ბი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 100 მი­ლიგ­რამს კო­ფე­ინს დღე­ში.

ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი ასე­ვე ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა.

წყა­როambebi.ge