თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშნებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, ფარსადანის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, დემეტრე თავდადებულის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის,  გიორგი ბრწყინვალეს, ერედვის, რამაზის და თეიმურაზ პირველის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დეპოს,  საყვირის, ჭყონდიდელის, კოხრეიძის, ცოტნე დადიანის, მრევლიშვილის, კავთისხევის, სვანეთის და წმინდა მელქისედეკ პირველის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.