დღეიდან, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.

2026 წლიდან ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.