„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ გლდანში ახალი ფილიალი გახსნა. ეს გლდანის რაიონში პირველი სადაზღვევო ოფისია. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დაზღვევა ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადონ, სწორედ ამიტომ გამოარჩიეს გლდანი, თბილისის ყველაზე დიდი და ეკონომიკურად აქტიური რაიონი.
გლდანის მაცხოვრებლებს ახლა საშუალება ექნებათ სადაზღვევო პროდუქტებზე ინფორმაციას სახლთან ახლოს, მარატ ნოზაძის 6 ნომერში, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალ ოფისში გაეცნონ. სერვის ცენტრი მოემსახურება მათ ვისაც ესაჭიროება როგორც ჯანმრთელობის, ისე ავტომობილის თუ ქონების დაზღვევა. ჯიპიაის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს გლდანში მოქმედი მცირე და საშულო მეწარმეებისთვისაც. კომპანია მათ ქონმების დაზღვევის მიმართულებით საინტერესო სადაზღვევო პაკეტებს შესთავაზებს.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი :“ გლდანში ახალი ოფისის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის. გავხსენით სპეციალიზირებული ფილიალი სადაზღვევო მომსახურებების გასაწევად, რომელიც ორიენტირირებული იქნება გლდანის, მუხიანის, თემქის და მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლების საჭიროებებზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები შევთავაზოთ ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით ვართ დაინტერესებული, რომ აქ მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესს გავუკეთოთ საინტერესო შეთავაზებები და მივცეთ საშუალება შეფერხების გარეშეშე განავითარონ საკუთარი ბიზნესი. „
გლდანში ახალი ფილიალის გახსნას „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. პროექტი სწორედ მათი მხარდაჭერით განხორციელდა.
გერჰარდ ლანერი , „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „ვენის სადაზღვევო ჯგუფიდან :“ მოხარული ვართ რომ საქართველოში ვიმყოფებით. ჩვენ, „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ ამ ბიზნესსი 200 წლიანი გამოცდილება გვაქვს და მტკიცედ გვჯერა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების. სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ინვესტიციას ვახორციელებს ჯიპიაის ზრდაში. გაყიდვების ახალი ოფისით შესაძლებლობა გვაქვს ჩსერვისები საქართველოში კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. მათთვის, ვისთვისაც ჯანმრთელობის თუ ქონების დაზღვევა მნიშვნელოვანია. „
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო პროდუქტებთან ერთად, გლდანის მოსახლეობას ახალ ოფისში დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს. გუნდში ელოდებიან ყველას, ვისაც გაყიდვების სფეროში გამოცდილება აქვს და ჯიპიაის გაყიდვების დეპარტამენტში კარიერის გაგრძელება სურს.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 24 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ჯგუფს 200 წლიანი ისტორია აქვს. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.