საქართველოში კოვიდით 17 070 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის პასუხად ავრცელებს.
დეპუტატმა NCDC-ის მიმართა კითხვით, ქვეყანაში კოვიდის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2023 წლის 19 მაისის პერიოდში ვირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რამდენი შემთხვევა აღირიცხა.
უწყების პასუხის თანახმად, სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- სულ შემთხვევების რაოდენობა - 1,842,947 შემთხვევა;
- მათ შორის 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 მაისის პერიოდში - 50,838 შემთხვევა;
- სულ გარდაცვალება - 17,070 გარდაცვალება;
- მათ შორის 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 მაისის პერიოდში - 158 გარდაცვალება.