PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით 2023 წელს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 45,954 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6.1%-ით ნაკლებია 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. 2023 წელს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წელს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 8,365 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 25.2%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 75.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 11,941 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.8%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 45.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 10,808 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52.9%- ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ნათქვამია დასაქმების თრექერში.