„ბაზალეთი თუ დაშრა, ჩვენ უდაბნოს მივიღებთ გარშემო, რამენაირად უნდა გადავარჩინოთ“ - ამის შესახებ  „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ პრესკლუბ "კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე "კომერსანტის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისი თქმით საქართველოში ბევრი ტბა უკვე დაშრა და ბაზალეთსაც ეს არ უნდა დაემუქროს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ უდაბნოს.

„ფაქტია, რომ ბაზალეთის ტბაზე დიდი ზიანია და ბაზალეთის წყალმომარაგების სისტემაც განსხვავებულია, ბაზალეთს სჭირდება განსხვავებული წყალმომარაგების სისტემა, საიდანაც შევძლებთ წყლის დამატებას. არ იყო კარგი ქმედება როდესაც ბაზალეთის ტბის გარშემო ძალიან ბევრი მოაგარაკე გაჩნდა და იქ თითოეულმა მათგანმა არტეზიული ჭრა დაარტყა. ეს ყველაფერი არის ის გრუნტის წყალი, რომელიც ტბას სჭირდება.

ბაზალეთზე პროცესი უკვე დაწყებულია და წყლის რაოდენობა მკვეთრად იკლებს, რადგან აორთქლების ნაწილი მაღალია. ზოგადად საქართველოში ყველა ტბას უჭირს. სერიოზული პროგრამებია დასაწყისი, რომ პროცესი რამენაირად შევაჩეროთ“ - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.