აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან.

სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირის მიმართულებით უკვე თავისუფლების მოედანზე განთავსებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა.

ამავდროულად ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების დაშლის შესახებ.

ipn.ge