2023 წლის 20 აპრილიდან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აფხაზეთში და გამყოფ ხაზთან მცხოვრები პირებისთვის იწყებს უფასო იურიდიულ სატელეფონო კონსულტაციებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ სიგნალის/ვოთსაფის საშუალებითაც.
თუ თქვენი უფლება დაირღვა:
DRI-ის იურისტი გაგიწევთ სამართლებრივ კონსულტაციას
საჭიროების შემთხვევაში, გადაგამისამართებთ პასუხისმგებელ უწყებებთან.
ცხელი ხაზი: 511 331 228