მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი კომპანია ვოლტის გამორჩეული სუპერმარკეტი - ვოლტ მარკეტი სამი წლისაა.

დაბადების დღესთან დაკავშირებით, ვოლტ მარკეტი მომხმარებელს განსაკუთრებულ, 60%-მდე ფასდაკლებებს და საჩუქრებს სთავაზობს.

გარდა იმისა, რომ ვოლტ მარკეტზე შოპინგისას მომხმარებელი 40-დან 60%-მდე ფასდაკლებებით ისარგებლებს, ყოველ კვირაში გამოვლინდება ტოპ 3 მომხმარებელი, რომელსაც 100 ლარზე მეტის ღირებულების ყველაზე მეტი შეკვეთა აქვს და ასეთ მომხმარებლებს განსაკუთრებული საჩუქრები ელით. პრიზების ჩამონათვალშია 3 - IPhone 16; 3 - PlayStation 5; 3 - Apple Watch.

ვოლტ მარკეტის სამი წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კამპანიას ფასდაკლებებით და საჩუქრების სპონსორობით უერთდება - Diplomat-ი, ბრენდებით - Pringles-ი, Lotus-ი, Loacker-ი, ხოლო Sharm Trading-ი და Europroduct-ი - ფასდაკლებებით.

ვოლტ მარკეტი, თავისი კონცეფციით, არის ვოლტის მაღაზია, რომელთანაც საცალო გაყიდვებზე, ე.წ რითეილზე ორიენტირებული მრავალი ბრენდი თანამშრომლობს. ის მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც სასურველი პროდუქტების შესაძენად მოსახერხებელ, სწრაფ და კომფორტულ პლატფორმას წარმოადგენს და, ამავდროულად, ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით გამოირჩევა. ვოლტ მარკეტი მომხმარებელს 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტს და 24-7-ზე კომფორტულ შოპინგს სთავაზობს, ხოლო მიტანის საშუალო ხანგრძლივობა 30 წუთია.

სამი წლის განმავლობაში ვოლტ მარკეტზე ყველაზე ხშირად შეძენილ პროდუქტებს შორისაა ბანანი, წყალი, ქათმის ფილე და რძე. ვოლტ მარკეტზე 150-ზე მეტი ვენდორია, საიდანაც 20-ზე მეტი ადგილობრივ ბრენდს წარმოადგენს.

ვოლტ მარკეტით სარგებლობა მომხმარებელს თბილისსა და ბათუმში შეუძლია. მალე კიდევ უფრო გაიზრდება იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ვოლტ მარკეტის კომფორტული სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.

ვოლტი, როგორც ინოვაციების ლიდერი ბრენდი, მომხმარებელს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.