ფულის შოვნა და მით უმეტეს ამის გაკეთება უსწრაფესი გზით, ბევრი ამერიკელისთვის მთავარი პრიორიტეტია. Forbes.com -ის მიხედვით, Google-ის ძიების ტენდენციების ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადყოფს, რომ საძიებო სისტემაში „როგორ ვიშოვო ფული“ 90,500-ჯერ და „როგორ ვიშოვო ფული სწრაფად“ 74,000-ჯერ იყო ჩაწერილი. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების ამჟამინდელ ღირებულებას.

ქვემოთ მოცემულია ხუთი მარტივი ხრიკი 2025 წელს მეტი ფულის გამომუშავებისთვის:

1. შეიძინეთ ახალი უნარი - მეტი ფულის გამომუშავების უსწრაფესი გზაა საკუთარ თავში ინვესტიცია. ახალი უნარების სწავლისთვის დროის დახარჯვა თქვენს კარიერას მრავალი თვალსაზრისით სარგებელს მოუტანს.

2. შეავსეთ პროფესიული სერტიფიკატები - ახალი უნარების შესწავლის შესაბამისად, რატომ არ უნდა წახვიდეთ და მიიღოთ პროფესიული სერტიფიკატი? თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას დანახარჯების გარეშე, რადგან ბევრი კურსი, როგორიცაა პროექტის მენეჯმენტი, პროდუქტის დიზაინი და AI ხელმისაწვდომია უფასოდ.

3. დაიწყეთ ფრილანსერება - ფულის გამომუშავების კიდევ ერთი შედარებით სწრაფი გზა არის ფრილანსერობა. Gen Z-ისა და Millennials-ის უმეტესობა აცხადებს, რომ მომგებიანია ონლაინ პლატფორმების და თავისუფალი ბაზრების ფართო ხელმისაწვდომობის გამო, ფრილანსერად მუშაობა.

4. შექმენით პასიური შემოსავალი - შემდეგ კი, რა თქმა უნდა, არის პასიური შემოსავალი. ფულის გამომუშავება შეგიძლიათ სიმდიდრის წყაროების არჩევით, რომლებიც მუდმივად გამოიმუშავებენ შემოსავალს, პრაქტიკულად, ძილის დროსაც კი. ეს შეიძლება იყოს როგორც უძრავი ქონება და აქციები, ასევე მაღალშემოსავლიანი შემნახველი ანგარიშები და დეპოზიტები. 

5. ფულის გამომუშავება Gig Work-ის მეშვეობით - დაბოლოს, ფულის გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, როცა ეს გჭირდებათ, არის Gig Work (აქ შედიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ფრილანსერები, დამოუკიდებელო კონტრაქტორები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობენ, დროებითი დასაქმებულები და ასე შემდეგ, ყველა მსგავსი ტიპის ადამიანი Gig მომუშავედ ითვლება. მაგალითად. ასეთი კომპანიების სიაში შედის Glovo, Wolt და სხვა საკურიერო მომსახურება, ამასთან Bolt და მსგავსი ტიპის ტაქსის მომსახურება).