სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შიდსით 140 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე ინფორმაციით, გასულ წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.4%-ით აღემატება. ზრდა ამ კუთხით 2018 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
ასევე გაზრდილია პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა რამდენიმე ჯგუფში.
ეს ჯგუფებია: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7%-ით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36%-ით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3%-ით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9%-ით.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.