უკრაინელი სამხედროების მიერ სოჭის აეროპორტის დაბომბვის გამო ქალაქში ფრენები შეჩერდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ადლერის რაიონში, რუსული შვეულმფრენების სადგომზე, დაეცა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია და თვითმფრინავებს სხვა აეროდრომზე გადაამისამართებენ.