ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე გაკეთებული კომენტარის შესახებკიდევ ერთხელ ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით ყოფილი თავდაცვის მინისტრის მინისტრობისდროს გაწეული ხარჯების შესახებ საბუთები ან გამქრალი ან გადამალული იყო.
„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილისწინააღმდეგ. თქვენ იცით ის ბანალური შემთხვევა - მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელიხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა - ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება.
საზოგადოებრივი დასახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ არც კი დავუყადაღეთ ტელევიზია მას. თქვენიცით მისი მოღვაწეობის შესახებ - ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელიპენსიონერები გაძარცვა. რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმემინისტრი მულტიმილიონერი გახდა - როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, მე არ ვიცი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.