ტელეწამყვანი და არიზონის შტატის სენატორობის კანდიდატი კარა ლეიკი ამერიკის საერთაშორისო მედიაკომპანიას უხელმძღვანელებს, რომლის წლიური ბიუჯეტიც 270 მილიონი აშშ დოლარია.

თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დონალდ ტრამპმა წარადგინა.„ლეიკი უზრუნველყოფს, რომ ამერიკული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სამართლიანად და ზუსტად გავრცელდეს მთელ მსოფლიოში, განსხვავებით ცრუ საინფორმაციო მედიის მიერ გავრცელებული ტყუილებისგან,“ — აღნიშნა ტრამპმაTruth Social-ში.

,,ამერიკის ხმა“ (VOA) მეორე მსოფლიო ომის დროს დაარსდა.დღეისთვის იგი საერთაშორისო მედია კომპანიაა, რომელიც ციფრულ სივრცეში, რადიოში და ტელევიზიაში 40-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობს. 2022 წლის მდგომარეობით, VOA-ის ყოველკვირეული გლობალური აუდიტორია დაახლოებით 326 მილიონ ადამიანს შეადგენდა.

წარსულში ტრამპი „ამერიკის ხმას“ აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ „ის, რასაც ისინი ამბობენ, შეურაცხმყოფელია ამერიკელი ხალხისთვის“.