თეა ახვლედიანმა დეპუტატებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით, დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნების, ამოცანებისა და ძირითადი აქტივობების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრა უმნიშვნელოვანესია პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდისა და დასახული ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
„ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებასთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას საპარლამენტო განზომილებით. სწორედ ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა ჩვენი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების, კულტურის კომიტეტების წარმომადგენლები. ჩვენ წარმოვადგინეთ და დეტალურად განვიხილეთ სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად 200-მდე ღონისძიებას აერთიანებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მათი მხრიდან გამოთქმული მოსაზრებებისა და დასმული შეკითხვების საპასუხოდ,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.