საქართველო და აზერბაიჯანი - სტრატეგიული მდებარეობა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის. სამხრეთ კავკასიის მიმართ მსოფლიო ინტერესი სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პოტენციალს. თბილისი და ბაქო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკვე თბილისში ელოდებიან.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - ირაკლი კობახიძემ და ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე თანამშრომლობის ყველა ასპექტი განიხილეს. დაიდო პირობა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები იქნება მაგალითი ყველასთვის, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი.

აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტი შედგა.

წყარო: რუსთავი 2