რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია საქართველოში საპროტესტო აქციების დროს რუსების დაკავების შესახებ, იუწყება RBC-ის კორესპონდენტი.
„მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ უშიშროების ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობით, მათ დაარღვიეს ქვეყნის კანონი“, - თქვა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს „წმინდა შიდა საქმე“ უწოდა, მაგრამ მისი აზრით, ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს.
„მსგავსი მოვლენები გვინახავს ბევრ ქვეყანაში. ალბათ ყველაზე პირდაპირი პარალელის გავლება არის უკრაინის მაიდანის მოვლენა. ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანია. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციის სტაბილიზაციისა და სიმშვიდის დასაბრუნებლად ზომებს ატარებს. ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას, ”- თქვა მან.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ჩარეულა და არ აპირებს საქართველოს საქმეებში ჩარევას.