ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკომისიაში დაუდასტურეს. ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ წერს.

„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში.