2023 წლის ივნისის მდგომარეობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში 8919 ფიზიკური პირი და 5755 კომპანია მოხვდა. სანქციების უმეტესობა მიმართულია რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის წინააღმდეგ. ამას ადასტურებს Opendatabot-ის მონაცემები.

Opendatabot-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს, სანქცირებულთა სიას დაემატა 2495 მოქალაქე და 2991 საწარმო. იმ პირთა ნახევარზე მეტი - 5364, რომლებიც ამ სიებშია შეყვანილი, რუსეთის მოქალაქეა.

ამ რეიტინგში მეორე ადგილს უკრაინის პასპორტის 1614 მფლობელის ექვემდებარება. მათ 73 ადამიანით ჩამორჩებიან ბელარუსის მოქალაქეები.

სანქცირებული კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ბიზნესი რუსეთში (4650 შემთხვევა) აქვს.

სანქციების სიაში ასევე შევიდა 507 უკრაინული ბიზნესი და სამეულს ხურავს კვიპროსში ბინადრობის ნებართვის მქონე 178 ასეთი შემთხვევა.

„უკრაინის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სახელმწიფოებიც აწესებენ სანქციებს აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ბიზნესის მიმართ. მთლიანობაში, 6477 კომპანია და 9440 ადამიანი აღმოჩნდა გლობალური სანქციების სიაში“, - დასძინა Opendatabot-მა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების სიაში შეიყვანა საქართველოს ეროვნულ ავიაკომპანია და მისი დირექტორი თამაზ გაიაშვილი. მათ სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდათ.