საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.

როგორც ზურაბიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.

"საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა". - ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე.

მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია - ის საკითხებია, რომელთაც გაუმჯობესებაც, ევროპელი პარტნიორების აზრით, საქართველოსთვის საჭიროა.

31 მაისს 13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.