სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული და ხელისუფლების მიერ სოლიდარობაგამოცხადებული ოთხი მოსამართლიდან ერთ-ერთი ლევან მურუსიძე საზოგადოებამ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეებით გაიცნო. თემაზე ambebi,ge — მ მასალა მოამზადა.
ამათ ჰგონიათ, რადგან მერაბიშვილები და ახალაიები ჩასვეს, ამით ვალი მოიხადეს და სამართალმა იზეიმა, არა, როგორ გეკადრებათ...
ლევან მურუსიძე 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მას, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებს სასჯელები შეუმცირდათ.
2011 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით.
ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ “გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ambebi.ge სანდრო გირგვლიანის მამას დაუკავშირდა, რომელმაც მოსამართლეების სკანდალზე საკუთარი აზრი გაგვიზიარა.
გურამ გირგვლიანი, სანდროს მამა:
მურუსიძის წინააღმდეგ პროტესტით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვედი, როცა ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უნდა აერჩიათ. გამოვედი და ვთქვი, რომ შეცდომას უშვებდნენ. ის ჩემს თვალში პიროვნება არასდროს ყოფილა. მეორეა, რომ როცა საკითხი შეეხება საქართველოს პოლიტიკას, მე საქართველოს დავაყენებდი წინ. როცა მე ვაპროტესტებდი მურუსიძის აღზევებას, ესენი რამეს ამბობდნენ? თან ვინ წივის და კივის - თვითონ ნაციონალები, რომლებიც მისი შემქმნელები არიან. ამათ კიდევ გადმოიბარეს მურუსიძე და ვფიქრობ, ეს წმინდად პოლიტიკური საკითხია - ხელისუფლებას სჭირდებოდა ეს მურუსიძე-ჩინჩალაძეები.
მიშამ თითქოს რომ მოსპო კორუფცია დაბალ ფენებში, ყველაფერი ხელში აიღო და თვითონ გახდნენ პირველი კორუმპირებულები. ვინ იყო ადეიშვილი, გაიხსენეთ... მის ხელში იყო თავიდან-ბოლომდე ყველაფერი. ერთი მერაბიშვილი იყო ცალკე რგოლი. საქართველო ჩემთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიღაც მურუსიძე და სხვები. ვინ თხოულობს ამ კომისიას, ესაა მთავარი, დაფიქრდით. რა, მურუსიძე და ჩინჩალაძე უნდა გამოიძახონ და მას უნდა დაუსვან კითხვები? არაა გამორიცხული დამსანქცირებლებს ისეთი რამ ჰქონდეთ ხელთ, არავის აწყობდეს მათი გამომზეურება.
როცა 2015 წელს ვყვიროდით, მურუსიძე არ დაენიშნათ და მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩემი მეუღლე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა, იქ განვაცხადე პირდაპირ - რა აზრი აქვს ამ ჯილდოს, თუ ხვალ-ზეგ მურუსიძეს აირჩევთ-მეთქი. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები ადრე იყვნენ ცუდები და ახლა ანგელოზები გახდნენ. არც ვიცი, კარგი რა გააკეთეს, ან საერთოდ რას აკეთებენ, თვალს არც ვადევნებ, მაგრამ ასეთ ხალხს იყენებენ ყოველთვის. სიმართლე გითხრათ, მეცინება, მთლიანობაშია სასაცილო სიტუაცია.
ეს ხელისუფლება ხომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, სანდროს, სულხანის და სხვების სახელით აპელირებდნენ, დღესაც, პირველ რიგში, სანდრო და სხვა ბიჭები უნდა გაიცნოს ყველამ. დღეს ისევ უსამართლობას ვხედავთ ის ადამიანები, ვისი შვილებიც იმ რეჟიმმა შეიწირა. ამ ხელისუფლების მადლობელები ალბათ არც ისინი არიან, თუმცა შედარებითია ყველაფერი, მეტი არაფერი... არც ჩემთვის აღდგა სამართალი და არც მათთვის. ამათ ჰგონიათ, რადგან მერაბიშვილები და ახალაიები ჩასვეს, ამით ვალი მოიხადეს და სამართალმა იზეიმა, არა, როგორ გეკადრებათ. რაც არ უნდა იყოს, სტრასბურგმა გაამტყუნა რეჟიმი და სისტემა. კი ბატონო, დაიჭირეს ვანო, მიშა, მაგრამ ვინც სანდროს უშუალო მკვლელია, ეს დღემდე არაა ცნობილი და დასჯილი. ამის გამოძიება კარგად შეეძლო დღევანდელ ხელისუფლებას, შეიძლება ძალიან კარგადაც იციან, მაგრამ რა? მე ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ. დიდი ხანია გული მაქვს აცრუებული, 2015 წლის შემდეგ, როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი, აღარც ვუყურებ დღეს რაც ხდება, დინებას კი არ მივყვები, ჩემთვის მივდივარ და ჩემთვის ვცხოვრობ. აზრი მითხარით, თორემ კი. ჩემმა ცოლმა იმდენი იბრძოლა, იმაზე მაქსიმალურს დღეს და ვერც მაშინ ვერავინ გააკეთებდა (რა თქმა უნდა, გვერდში მდგომ ხალხთან ერთად). მან თავისი გააკეთა და მორჩა! სანდროს საქმემ გადაიყოლა ის ხელისუფლება. ირინამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, დღევანდელობა რომ ყოფილიყო, უკეთესი გვინდოდა, მაგრამ... ეს პოლიტიკაა“.
მაშინ იცით, რა თქვა მურუსიძემ? - მე ახლაც ასე მოვიქცეოდი და იმავეს გავაკეთებდიო...
2006 წელს კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს სულხან მოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ლევან მურუსიძე მაშინ უზენაესი სასამართლოს იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც ეს საქმე განიხილა. “მიჭირს გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი… მე რა გადაწყვეტილებაც მივიღე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი, ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ყველა სტანდარტს ეფუძნებოდა, რაც საჭირო იყო”, - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს ახალი გარემოება იყო და მხარეს ერთი წელი ჰქონდა გასასაჩივრებლად და უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საქმე თავიდან დაბრუნებულიყო სასამართლო განხილვაში.
მოლაშვილის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში კონვენციის არაერთი მუხლის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა აღიარა და მხარეს 20 ათასი ევრო გადაუხადა. სულხან მოლაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა.
თამაზ მოლაშვილი, სულხანის მამა
ინგოროყვას კლინიკაში ვიწექი, გულის პრობლემები მაქვს და მიუხედავად ამისა, ვიცი 4 მოსამართლე რომ დაასანქცირეს. ერთი ამბავი მახსენდება: მურუსიძეს აქვს ჩემი შვილის საქმე გარჩეული და როდესაც სტრასბურგმა 4 პუნქტით გაამართლა სულხანი, მოსამართლეებს ვუთხარი, სტრასბურგმა თავზე გადაგახიათ თქვენი გადაწყვეტილებები, დამნაშავეები ხართ-მეთქი. მაშინ იცით, რა თქვა მურუსიძემ? - მე ახლაც ასე მოვიქცეოდი და იმავეს გავაკეთებდიო. ეს ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი. რასაც მე იმას მაშინ ვაგინებდი, ვინ იცის. ვამბობდი, მურუსიძის ტვინი სჯობს სტრასბურგის 12 მოსამართლისას და მათზე უკეთესი მოსამართლეა მეთქი? თუ სტრასბურგი გვყავდა მოქრთამული, სააკაშვილის დედასავით - ვიღაცეებს რომ ქრთამავს. სტრასბურგი აგინებს ამ ჩვენს მოსამართლეებს და ეს მურუსიძე კიდევ იმას ამბობს, სწორად მოვიქეცი და ახლაც ასე მოვიქცეოდიო.
ვფიქრობ, გვიან მიხედეს და დაასანქცირეს ეს მოსამართლეები, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს უნდა გაეკეთებინათ. არც ამ ხელისუფლებას უნდა მიეღო ეგენი, როცა მოვიდნენ სამართლიანობის აღსადგენად, მურუსიძემ მაშინ რომ ბევრი დააშავა, რატომ დაიტოვეს? ეს არ იყო ნორმალური. თვითონ სააკაშვილმა რამდენი მოსამართლე გააგდო, როცა მოვიდა, ამათაც გაეწმინდათ სისტემა. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ახლა ესენი ამბობენ, ამათ რომ რამე ვუთხრათ, სახელმწიფო ჩამოიშლებაო. წესით და კანონით, ამათ მაშინ დააშავეს, როცა ასეთი მოსამართლეები ისეთ თანამდებობაზე დატოვეს ან დანიშნეს უვადოდ. იმას ხომ არ ვამბობ, დახვრიტონ, აწამონ და სხვა, კუთხეში მაინც დააყენე დამნაშავე. მაგალითად, როცა ციხიდან უშვებ მერაბიშვილს, ოქრუაშვილს თუ სხვას, უნდა უთხრა, შენი სუსი არ ვნახო პოლიტიკაში, თორემ უკან შეგაბრუნებთო. ამათ კიდე, მიდი, ყველა გააჯეჯილეს“.