დღეს, 8 იანვარს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს განიხილავს.

დღევანდელი მთავრობის სხდომის მომხსენებლები იქნებიან: ფინანსთა, ჯანმრთელობის და ინფრასტრუქტურის მინისტრები. განსახილველ საკითხებს შორისაა:

საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (4 პროექტი), მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი;

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილი;

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - Pfeiffer - EMIT-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, მომხსენებელი: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.