ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის მალდივების რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლაზე მოლაპარაკებები იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა.
განკარგულებაში მითითებულია, რომ ანალოგიური წესი, რაც ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდა 2019 წელს იყო მიღებული და ის ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რაც შეეხება ორდინარული პასპორტების მფლობელებს, მათ ეს განკარგულება არ ეხებათ და ქართველ ტურისტებს მალდივებზე ჩასვლისას 30-დღიანი ვიზის აღება ისევ მოუწევთ.