„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც მის მიერ კუდიგორას მთაზე სახლის მშენებლობას ეხება. 

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია „მთავარი არხის“ მიერ მოგონილი ტყუილია. 

„მთავარმა არხმა ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა, თუმცა იმდენს იტყუებიან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა აქვს...

საკუთარი მაყურებლის პატივისცემაც ასეთი უნდა - ინფორმაციის დიაპაზონი ტყუილსა და საერთოდ დამალულ ინფორმაციას შორის მერყეობს, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი საერთოდ არ გააშუქეს.

იმისთვის რომ არ  ვუჩივლო, მათ მოგონილ ტყუილს მიაწერეს -  მოქალაქის ინფორმაციით“, - წერს ნინო წილოსანი. 

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა კუდიგორას მთაზე მიწა მოაჭრევინა და სახლის მშენებლობა დაიწყო.