ოლეჰ ნიკოლენკო, უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს „ტვიტერზე" გამოეხმაურა. მან ქართულად დაწერა, რომ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის.

„მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია",- აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.