საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)
მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 19%
- ენმ - 14%
- გახარიას პარტია - 3%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 3%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- ლელო - 2%
- გირჩი - 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
- ანა დოლიძის პარტია - 2%
- მოქალაქეები - 2%
- ალტ-ინფო - 1%
- დროა - 1%
- ევროპული საქართველო - 1%
- პატრიოტთა ალიანსი - <1%
- ხალხის ძალა - <1%
- სხვა - <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი - 11%
- არ მივცემდი ხმას - 5%
- არ ვიცი - 20%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7%
იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:
- ქართული ოცნება - 2%
- ენმ - 3%
- გახარიას პარტია - 3%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 2%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- ლელო - 3%
- გირჩი - 1%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
- ანა დოლიძის პარტია - 1%
- მოქალაქეები - 2%
- ალტ-ინფო - <1%
- დროა - 3%
- ევროპული საქართველო - <1%
- პატრიოტთა ალიანსი - 1%
- ხალხის ძალა - 2%
- სხვა - <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი - 6%
- არ მივცემდი ხმას - 1%
- არ ვიცი - 19%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 2%
2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ კვლევაში 25% ამბობდა, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 12% - ენმ-ს, 3% - გახარიას, 3% - გირჩი-მეტი თავისუფლებას.