საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა, -  ამის შესახებ  ინფორმაცია  პარლამენტარის  ქონებრივ  დეკლარაციაშია  აღნიშნული.

დეკლარაციის  მიხედვით, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს, ასევე აქვს წილები სხვადასხვა კომპანიაში დ ა აქციების და  ობლგაციების  მფლობელია.

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტს ჩააბარა. მას დეკლარაციაში მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე, ლალი რუხია, რომელიც ასევე დიდძალი ქონებისა და შემოსავლის მფლობელია.