საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „ევროპის დღეს" საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება და ეს დიდი წარმატებაა
მან, „ევროპის დღეების" ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა.
„ჩვენ „ევროპის დღეს" აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.