დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი“ აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა“.
„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლახან სანქციები დააწესეს, რა რეაქცია უნდა გქონდეს?..„ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ. როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
ცნობისთვის, ღირსების ორდენზე წარსადგენად მთავრობის მიერ შერჩეული შსს-ს მაღალჩინოსნების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქცირებული არიან