ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე 3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები.

 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის დადასტურებული მონაცემები. ასევე სოციალური პაკეტები გაიზარდა საშუალოდ 3-4-ჯერ. ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.