უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ციხეა - ამის შესახებ ბესარიონ ალავიძემ განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

ალავიძე ნოდარ მელაძის ანონსს ეხმაურება, სადაც გდდ-ს ერთ-ერთი ყოფილი შეფი ხელისუფლებას ამხელს.

ყოფილი მოსამართლე, რომელიც ამ წუთებში, აქციაზე იმყოფება, აანონსებს, რომ რეჟიმს ის სიურპრიზს უმზადებს, რომელსაც მალე გამოააშკარავებს. 

"მე არაერთხელ მივმართე ბიძინა ივანშვილს, რომ გადაყვები კლანს-მეთქი, ეხლა კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ აუცილებლად დაასრულებს კლანთან ერთად საპატიმრო დაწესებულებაში, თუ გაასწრო ამ ქვეყნიდან. ამაში დარწმუნებული ვარ. ამს არაერთი დანაშუალი აქვს ჩადენილი ქართველი ერის წინაშე.  დღეს "ნოდარ მელაძის ეთერში" ველოდები ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, მეც ვარ მომზადების სტადიაში, შესაბამის დროს და მომენტს ველოდები, ბიძინა ივანიშვილს და სასამართლო კლანს მეც ვუმზადებ სიურპრიზს და ერთ მშვებნიერ დღეს, ივანიშვილის "ქველმოქმედების", "კარგი კაცობის" "ერის მამობის" შესახებ ვისაუბრებ. ვფიქრობ, ეს დღე მალე დადგება", - ამბობს ბესარიონ ალავიძე.