აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების ოთხეულიდან ერთ-ერთს ვალერიან ცერცვაძის ერთ-ერთი შვილი ამერიკაში, ნიუ იორკშია დაბადებული 2013 წელს. ამის შესახებ ცნობილი ხდება მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან.
ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, მის წინააღმდეგ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას, - წერს ვალერიან ცერცვაძე.