აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბათუმის ინციდენტის შემდეგ რუსულ ლაინერ Astoria Grande-ს აფხაზეთში სტუმრობას და გულთბილ დახვედრას ჰპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო გამოცემა tass ავრცელებს. როგორც  სააგენტოს ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ აქციის კომენტირებისას ბჟანიამ განუცხადა, რომ რესპუბლიკა ტურისტული მომსახურებების გაფართოებით და საკრუიზო ლაინერების მომსახურების შესაძლებლობების  გათვალისწინებით არის დაინტერესებული.

“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული მომსახურებების გაფართოებაში, საკრუიზო ლაინერიების მომსახურების გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით პერსპექტიულად განვიხილავთ”, – აღნიშნა ბჟანიამ. 

მისივე თქმით, დიდი სიხარულით იწვევს ის აფხაზეთში ლაინერს და რუს ტურისტებს გულთბილ მიღებას ჰპირდება.

“თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”, – ამბობს ბჟანია.

საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის Astoria Grande წინააღმდეგ აქცია ბათუმის პორტთან გამართეს.