„რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული დაავადება რომლის სრული განკურნება არ ხდება, ჩვენი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ ექიმმა რევმნატოლოგმა, ია დემურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რევმატოიდული ართრიტის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაკავშირებულია გაუმჯობესებულ შედეგებთან და წარმოადგენს მართვის მნიშვნელოვან ნაწილს.

„კომერსანტი“ ია დემურაშვილს რევმატოიდულ ართრიტზე, რისკ ჯგუფებზე და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.

რა არის რევმატოიდული ართრიტი და როგორ ვლინდება?

რევმატოიდული ართრიტი მულტიფაქტორული ავტოიმუნური  სისტემური დაავადებაა უპირატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარე, თუმცა სხვა ორგანოებსაც აზიანებს.

რამდენად ხშირია ეს დაავადება და ვინ არის რისკჯგუფში?

ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული ანთებითი ართრიტია, რომელიც არის ქრონიკული მიმდინარეობის დაავადება. ის აღენიშნება საერთო პოპულაციის 1 %-ს. მდედრობითი სქესის ადამიანები აჭარბებენ მამაკაცებს, რისკჯგუფში შედიან მწეველი და ჭარბ წონიანი ადამიანები.

რა იწვევს რევმატოიდულ ართრიტს – გენეტიკა, გარემო თუ სხვა ფაქტორები?

რევმატოიდული ართრიტის ეთიოლოგია უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:

  • გენეტიკური ფაქტორი - ოჯახური ანამნეზი იწვევს ართრიტის 2-4 ჯერ მომატებულ რისკს პირველი რიგის ნათესავებში.
  • გარემო ფაქტორები - მოწევა და ჭარბი წონა ასოცირდება ართრიტის მომატებულ რისკთან. სხეულის მასის მომატებული ინდექსი ასოცირდება ანთებითი მარკერების მატებასთან.
  • ინფექცია და სტრესი მიჩნეულია რევმატოიდული ართრიტის მაპროვოცირებელ ფაქტორად.

რა სიმპტომებზე უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა და როდის უნდა მიმართ ექიმს?

- აქტიური სიმეტრიული ართრიტი რომელიც გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს.

- 1 საათზე მეტხნიანი დილის შებოჭილობას.

- მტევნის და ტერფის წვრილი სახსრების დაზიანება  ყველაზე ხშირად ჩართულია ბილატერალური მაჯა-ნებ-ფალანგების (MCP), პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP) და წინა ტერფ-ფალანგების (MTP) სახსრები. აღნიშნული სახსრები მტკივნეულია შეხებით და მოძრაობითი ვარჯიშების შესრულებისას (ROM). მაჯები, იდაყვები და კოჭები ასევე დაზიანებულია.  დაავადების პროგრესირებასთან ერთად დაზიანებები ვრცელდება უფრო დიდი კალიბრის სახსრებზე: მაჯის, იდაყვის, კოჭ-წვივის, მუხლის და ზოგჯერ მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრებზეც. დაავადებას რეციდიულ-რემისიული, პროგრესირებადი ხასიათი აქვს და საბოლოოდ იწვევს დაზიანებული სახსრების შეუქცევად დეფორმაციას და ინვალიდობას.

რევმატოლოგიური ართრიტი ვლინდება ძალიან აქტიური დაავადების შემთხვევაში, როდესაც ჩართულია სახსრების დიდი რაოდენობა, გამოვლინებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახსარგარე სიმპტომებს, ისეთებს, როგორიცაა ვასკულიტი, პლევრიტი, პერიკარდიტი, ფილტვების ინტენტერსტიციული დაზიანება, თვალის ანთებითი დაავადებები, სკლერიტი და უვეიტი. 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა ნიუ ჰოსპიტალსში? რა ანალიზები და კვლევები ტარდება?

პირველ რიგში, რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი უნდა დაისვას- რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯისა (ACR) დაევროპული ლიგა რევმატიზმის წინააღმდეგ - ის (EULAR) კრიტერიუმებზე დაყრდნობით კლინიკური, ინსტურმენტული და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე.

კრიტერიუმების მისადაგების შემდეგ, ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც აქვს ექვსი ან მეტი ქულა, მიიჩნევა რევმატოიდული ართრიტით დაავადებულად. კრიტერიუმების მისადაგებამდე, პაციენტებს უნდა ჰქონდეთ, მინიმუმ, ერთი სახსრის სინოვიტი და ამის გამომწვევი ყველა სხვა მიზეზი უნდა გამოირიცხოს.

ულტრასონოგრაფია - ულტრაბგერა იძლევა პროგნოზულ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროგრესირებასთან (მაგ. სინოვიტის გამოვლენა). ეს შეიძლება იყოს მონიტორინგის სასარგებლო ინსტრუმენტი, რენტგენოგრაფია: რენტგენოგრაფიული ცვლილებები, კლასიკური ცვლილებები ხელის და მაჯისპოსტერო - ანტერიულ სურათებზე; უნდა ვლინდებოდეს ეროზიები ან ძვლოვანი დეკალციფიკაცია პროცესში ჩართულ სახსარში ან მასთან ძალიან ახლოს  სახსრების მრტ კვლევა.

რა სპეციალური მეთოდები და ტექნოლოგიები არის დანერგილი ნიუ ჰოსპიტალსში რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისთვის?

მსუბუქად მიმდინარე რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში მკურნალობა იწყება ერთი სინთეზური DMARD-ით  როგორიცა სულფასალაზინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეტოტრექსატი, ლეფლუნომიდი.

თუ პაციენტს აქვს ზომიერი მძიმე ფორმა პრიორიტეტი მეტოტრექსატს ენიჭება, ვინაიდან  დადასტურებულია რომ მეტოტრექსატის მკურნალობა ამცირებს რევმატოიდული ართრიტით დავადებულ პაციენტებში  სისტემურ გამოვლინებებს, მათ შორის გულსისიხლძარღვთა და ფილტვის ინტესტიცულ დაავადებებს.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს B და C ჰეპატიტის სტატუსი, ტუბერკულინის კანის სინჯი(PPD), სისხლის საერთო ანალიზი (FBC) და ღვიძლის ფუნქციური ტესტები (LFT).

მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი.

თუ პაციენტს არა აქვს გაუმჯობესება ან არასაკმარისად რეაგირებს მეტოტრექსატზე  მკურნალობის სქემაში უნდა ჩაერთოს ბიოლოგიური აგენტი.

არის თუ არა შესაძლებელია სრულად განკურნება, თუ მხოლოდ სიმპტომების კონტროლი შეგვიძლია?

რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული დაავდება რომლის სრული განკურნება არ ხდება, ჩვენი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

როგორ ხდება დაავადებული ადამიანისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება?

ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაკავშირებულია გაუმჯობესებულ შედეგებთან და წარმოადგენს მართვის მნიშვნელოვან ნაწილს.

გამოკვლევა და მკურნალობა არ უნდა გადაიდოს რევმატოუდული ართრიტის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მოლოდინში; თუმცა არსებობს მაღალი ალბათობა, რომ <6 კვირის ხანგრძლივობის არადიფერენცირებული პოლიართრიტი სპონტანურად ჩაცხრება. 

არის თუ არა რაიმე პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს?

არ არსებობს რევმატოიდული ართრიტის პირველადი პრევენციის ზომები.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, პაციენტთა შრატში სეროლოგიური მარკერები (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდი [ანტი-CCP] ანტისხეულები) დაავადების განვითარებამდე წლების განმავლობაში ცირკულირებს.

პაციენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ან შემცირდეს ექიმის რჩევის გარეშე, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ბევრად გაუმჯობესებულია ან თუ ფიქრობენ, რომ აქვთ რემისია. ზოგიერთი პაციენტისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს პაციენტთა მხარდაჭერის ჯგუფები.