„პრესბიონდის პროცედურის მიმართ ინტერესი მაღალია 40 წელს გადაცილებულ პაციანტებში, ვისაც სურთ სრულად გათავისუფლდნენ სათვალეზე დამოკიდებულებისგან“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირურგმა შოთა თადუმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრესბიოპია გამოვლინდება 40 წლის ასაკიდან და გამოწვეულია თვალში არსებული ლინზის (ბროლის) გამკვრივებით.

„კომერსანტი“ შოთა თადუმაძეს პრესბიოპიის სიმპტომებზე, რისკ ჯგუფებზე და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.

  • რა არის პრესბიოპია?
  • პრესბიოპია წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც თავს იჩენს ასაკში და გამოიხატება ახლო მანძილზე არსებული ობიექტებზე ფოკუსირების გართულებით.

  • რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს პრესბიოპიას?

 

  • პრესბიოპიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
    - წვრილი შრიფტის გარჩევის გართულება;
    - წარწერის თუ ტელეფონის მკაფიოდ დასანახად თვალიდან შორს გაწევის სურვილი;
    - ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის შემდგომ თვალის გადაძაბვა და თავის ტკივილი;
    - ახლო მანძილზე განთავსებული ობიექტის ყურებისას ბუნდოვანი მხედველობა.

  • როდის იჩენს დაავადება თავს და ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

  • პრესბიოპია გამოვლინდება 40 წლის ასაკიდან და გამოწვეულია თვალში არსებული ლინზის (ბროლის) გამკვრივებით. ამ დროს მცირდება ბროლის ელასტიურობა, რის შედეგადაც ქვეითდება ახლო მანძილზე ფოკუსირების უნარი, როგორიც არის მაგალითად კითხვა და ტელეფონის გამოყენება.
    პრესბიოპიის პროვოცირებას იწვევს ორგანიზმში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებები, შესაბამისად რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ყველა 40 წელს გადაცილებული ადამიანი, სქესისა და რასის განურჩევლად.

  • როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

  • პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთის გაჩენისთანავე.
    თუ ადამიანი შეამჩნევს რომ ასაკის მატებასთან ერთად უჭირს ახლო მანძილზე საგნების გარჩევა, ადვილად იღლება კითხვის დროს და ტელეფონს მუდმივად შორს წევს, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.

  • რა არის პრესბიონდის ლაზერი?

  • PRESBYOND ლაზერი არის ლაზიკის პროცედურის ტიპი, რომელიც პრესბიოპიის სამკურნალოდ გამოიყენება. კლასიკური ლაზიკის პროცედურისგან განსხვავებით, რომელიც 40 წელს გადაცილებულ პაციენტებთან მხედველობის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ფოკუსურ მანძილზე უზრუნველყოფს, პრესბიონდი იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოს მხედველობის სიმახვილის კორექცია როგორც შორ და საშუალო, ასევე ახლო დისტანციაზე.

    ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას შექმნას ე.წ “შერეული ზონა” ორ თვალს შორის, რომელთაგან ერთი შორს მხედველია, მეორე კი ახლო მხედველი. ორივე თვალის შერწმული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილია მკაფიო და ბუნებრივი მხედველობა როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე.

  • რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდის ლაზერს?

  • სასიხარულო ფაქტია, რომ პირველად საქართველოში, ნიუ ჰოსპიტალსში არსებულ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტში, შესაძლებელია ჩატარდეს პრესბიოპიის ლაზერული მკურნალობა პრესბიონდის საშუალებით. ეს მეთოდი წარმოადგენს უსაფრთხო და სანდო მეთოდს, რომლის შედეგიც მორგებულია ყველა პაციენტის მოთხოვნილებაზე, ცხოვრების სტილსა და მხედველობითი დატვირთვის ინტენსივობაზე. სწორედ ამიტომ
    პრესბიონდის პროცედურის ინტერესი მაღალია 40 წელს გადაცილებული პირებისთვის, ვისაც სურს სრულად გათავისუფლდეს სათვალეზე დამოკიდებულებისგან.