ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიაზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უკვე მოაწესრიგა.
„აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ამორტიზებული, უმძიმესი მდგომარეობა გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა სრულად განახლებულია, ახლა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საუბარია, დაახლოებით, ერთი კილომეტრი სიგრძის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი სრულად განახლდება. პარალელურად განხორციელდება სანიაღვრე ქსელის პროექტიც“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს