ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ მარტვილში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 29 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 
ამ ეტაპზე, სამუშაოების 89% შესრულებულია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს