თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 15 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა აქვს. საუბარია შემდეგ სოფლებზე: მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოლასარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარისა და ასურეთი. აღნიშნულ სოფლებში სატუმბო სადგურის ელექტრომომარაგების ხარვეზების გამო მოსახლეობა წყალს შეფერხებით იღებს.
არსებულ პრობლემაზე ისაუბრეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძემ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე განიხილეს, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც მაღალი ხარისხის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების უზრუნველყოფისთვის უნდა გადაიდგას.