2024 წელს თბილისში მშენებლობის ნებართვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 24 570 020 ლარი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს 12 080 მშენებლობის ნებართვა გაიცა, საიდანაც უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 5 648 ნებართვა თბილისზე მოდიოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქში ნებართვების უდიდესი ნაწილი საცხოვრებელ შენობებზე გაიცა და 4 536 შეადგინა. დანარჩენი ნებართვების გადანაწილება მშენებლობის ტიპების მიხედვით ასეთი იყო:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები - 2;
  • სამრეწველო და სასაწყობე შენობა - 299;
  • ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები - 27;
  • კულტურის დაწესებულებები - 4;
  • აფთიაქი - 2;
  • სკოლამდელი დაწესებულება - 4;
  • სასწავლო დაწესებულება - 44;
  • სასტუმროები - 71;
  • სპორტული ნაგებობები და მოედნები - 24
  • ავტოსადგომი - 19;
  • კაფე, ბარი, რესტორანი - 38;
  • ავტოგასამართი სადგური - 7;
  • სავაჭრო ობიექტი - 156;

ადმინისტრაციული შენობა - 81 (დანარჩენი ნებართვები კი სხვა ტიპის შენობებზე მოდიოდა).

ბიზნესპრესნიუსი