ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდი მაღალი მაჩვენებელების დაფიქსირების ფონზე, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, პერმანენტულად მცირდება საქართველოს რკინიგზაზე ადგილობრივი გადაზიდვები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკის  სამრეწველო პოტენციალის განვითარება, პირველ რიგში, მისი სატრანსპორტო „ხერხემლით“, ძირითადად რკინიგზით ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებზეა დამოკიდებული.

ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფონზე, ერთ – ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინდიკატორის – ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვების პერმანენტული შემცირების ტენდენცია, კითხვის ქვეშ აყენებს, მრეწველობის დარგების განვითარების ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების ზრდის რეალურობას.

2024 წელს  საქართველოს რკინიგზაზე დაფიქსირდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე დაბალი  მაჩვენებელი – 1.4 მლნ ტონა, რამაც მთლიანი ტვირთბრუნვის, ასევე მინიმალური – 10 % ი შეადგენა. 2011 – 2024 წწ  რკინიგზის ადილობრივი გადაზიდვები – 3 მლნ ტონიდან 1.4 მლნ ტონამდე 53 % ით შემცირდა  (იხ. დიაგრამა).

ბუნებრივია ისმის კითხვა, რა განაპირობებს რკინიგზით ადგილობრივი გადაზიდვების შემცირების ტენდენციებს?

გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე ხორციელდება, პირველი და უმთავრესი მიზეზი საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე, ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ლიანდაგის სავალალო მდგამრეობაა (იხ.განშტოებების სქემა).

საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე,  ლინდაგის  მდგომარეობის გამო, შეზღუდულია  მოძრაობის სიჩქარეები და  ვაგონის ღერძზე მოსული დატვირთები, რითაც, რკინიგზა კარგავს მობილურობას და  კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილო გადაზიდვებს.

სატვირთო საავტომობილო ტრანსპორტი, ასეთ პირობებში ასრულებს მისთვის „არაპროფილური“ ტიპის გადაზიდვებს.  თვალშისაცემია, გზებზე სამშენებლო და ინერტული მასალებით დატვირთული ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რაც ეკოლოგიუ დაბინძურებასთან ერთად საგზაო საფარის ინტენსიურ დაზიანებას იწვევს.

საერთო ჯამში, „უფუნქციოდ“ დარჩენი სარკინიგზო განშტოებები, ამუხრუყებს, ქვეყნის რეგიონების სამრეწველო პოტენციალის განვითარებას. ასეთი სარკინიგზო განშოებების შენახვა, დამატებით ტვირთად აწვება,  ფინანსურად არამდგრად საქართველოს რკინიგზას.

რა გამოსავალი არსებობს?

არსებული რეალობიდან გამომდინარე – საქართველოს რკინიგზამ იპოვა – გამოსავალი – სარკინიგზო განშტოების სრული დემონტაჟი.

2021 წელს განხორციელდა ზუგდიდი – ჯვარის მონაკვეთის დემონტაჟი იმ არგუმენტაციით, რომ აღნიშნული მონაკვეთი უფუნქციო, ამასთან გახშირებული იყო ლინდაგის  ხშირი ძარცვა, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ზუგდიდი – ჯვარის 35 კმ მონაკვეთის, საწყისი 11 კმ დატოვებული იქნა ექსპლუატაციაში, ხოლო დარჩენილი 24 კმ სრულად იქნა აყრილი და გაუქმებული.  ფაქტიურად, რეგიონის 9 სოფელი დარჩა სარკინიგზო კავშირის გარეშე.

გარდა ამისა სახელმწიფოს გაანჩდა მცდელობა, ერთ – ერთ სარკინიგზო  განშტოებების აღდგენასთან დაკავშირებით. რეალური დაპირება, რომელიც კახეთის რკინიგზის აღდგენას ეხებოდა, წინაარჩევნო დაპირებების ფორმატში – 2012 წელს გააკეთა.

მოგვიანებით  2019 წელს დაპირება – სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული არგუმენტაციით იყო გამყარებული. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკთათ ერთობლივად მიმდინარეობდა ფინანსური სახრების მოზიდვა.

2020 წლისათვის გაირკვა, რომ  “აზიის განვითარების ბანკს საქართველოში არ აგააჩნდა არც ერთი დასრულებული, მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტი რკინიგზის მიმართულებით” (ამონარიდი).

კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტის დაპირება დღემდე განუხორციელებელი დარჩა.

რა გამოსავალი არსებობს?

ქვეყნის რეგიონების, სამრეწველო პოტენციალის განსავითარებლად, აუცილებელი იქნება, საქართველოს რკინიგზის განშტობებზე, ევროპაში ფართოდ აპრობირებული, მოდელის –  განშტოების  ინფრასტრუქტურას, აშენებს და  ანვითარებს (აფინანსებს) ის საწარმო რომელიც სარგებლობს ამ ინფრასტრუქტურით. ამ მოდლის გამოყენება შესაძლებელია კახეთის რკინიგზაზეც.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილ განშტოებებზე ლიანდაგის სავალალო მდგომარეობა, ავრომატიურად ამავე განშტოებებზე, სამგზავრო გადაყანების შეფერხებას იწვევს.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ 100 ზე მეტი გამოხმაურების გაანალიზების  საფუძველზე გამოიკვეთა, რომ:

საქართველოს რკინიგზის განშოებებზე სამგზავრო გადაყვანები ფაქტიურად  პარალიზირებულია.

მაღალია, მოსახლეობის მოთხოვნები, განშოებებზე მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, ფაქტიურად, იმ ვითარებაში, როცა, საწვავის ზრდის შედეგად,  სამარშრუტო ტაქსებით რეგიონებში გაიზარდა ფასები, ამის საპასუხოდ რკინიგზამ ვერ უზრუნველყო რეგიონების სამგზავრო გადაყვანების ბაზარზე ადაპტირება.

კოვიდის შემდგომ რკინიგზამ შეაჩერა სამგზავრო გადაყვანები, რკინიგზამ ამ რეალობას პასუხად დაუკავშირა სატანდარტული განმარტება –  სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე ახალი სარკინიგზო რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად საკმაოდ მაღალია კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი.

ბუნებრივია, მოსახლეობის არგუმენტი იყო ცალსახა და დამაჯერებელი –   „თუ  ბათუმის მიმართულებით არ გავრცელდება ,,კოვიდ 19,, ბორჯომის მატარებელში უფრო ცოტა მგზავრები არაა?“

მოსახლეობის მოთხოვნაა – სამთო კურორტებთან წვდომის შემსუბუქება

ძირითადი მოთხოვნა ბორჯომის მატარებლის აღდგენაა, რათა მოსახლეობას (იაფი) წვდომა ჰქონდეთ, ბორჯომი – ბაკურიანი რკინიგზით, რომელიც არ ფუნქიონირებს, ბაკურიანის საკურორტო მიმართულებით.

„ხალხს რა ბორჯომი თბილისი არ დადის.  ჩვენ რა დავაშავეთ ღარიბმა ხალხმა, ჩვენზე ვინ ფიქრობს“. (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„ბორჯომი-ბაკურიანი როდიდან აღსდგება?“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„ასე ხალხის და კუთხის გარჩევა არ გამიგია, საქართველო მარტო დასავლეთ საქართველოა. აღმოსავლეთს რკინიგზა არ გვეკუთვნის?”.  (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„პერევლის მატარებელი ხაშური ზესტაფონი როდიდან იქნება“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

“თბილისი – გარდაბანი როდის განაახლებს მუშაობას?“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„რა დააშავა მართლა სხვა რეგიონებმა, თუ იყო ლარი გახდეს ორი ან თუ იყო ორი ლარი გახდეს სამი ლარი, ოღონდ აღადგინეთ“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„თუ ინიშნება მატარებლებიი და ხალხზე ფიქრობთ? ბორჯომმა ნიქოზმა რა დააშავა? ხალხი სამსახურებში დადიან. როგორ ამასხარავებთ საწყალ ხალხს. ვინ დააკანონა ეგ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„ვთხოვთ, რკინიგზის მესვეურებს, საჯაროდ ახსნან მიზეზი, რატომ არ უშვებენ ბორჯომის მატარებელს.“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„ქუთაისი საჩხერის ხაზის გახსნას თუ აპირებთ და როდის?“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

ბორჯომის და ნიქოზის მატარებლები თუ აღსდგება საერთოდ? ყველაზე კრიტიკულად ეგ სჭირდება იმ სოფლებს“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)

„ბორჯომის მიმართულებით უნდა დაიწყოს მოძრაობა, სამთო კურორტები გაიხსნა და ხალხი ისარგებლებს , ,,კუკუშკა”-ში გადაჯდება ბორჯომში რომ ბაკურიანში იოლად და იაფად ავიდეს დამსვენებელი, ამიტომ უნდა მიიღოთ ზომები რომ მაქსიმალურად დროულად და უსაფრთხოთ მოხდეს მგზავრთა გადაყვანა ბორჯომის მიმართულებით.“ (სამთო კურორტებთან წვდომის შემსუბუქება).

„ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი ამ მიმართულებამ რა დააშავა ?“ (ძირითად მიმართულება პარალიზირებულია)

„ოზურგეთი ბათუმი როდესმე აღდგება?“ (ძირითად მიმართულება პარალიზირებულია).

დასკვნის სახით – საქართველოს რკინიგზის განშტოებების აღდგენა და მისი შემდგომი  ფუნქციონირება, სახელმწიფს მხრიდან მოითხოვს, დაგროვილი პრობლემების სისტემურ გადაწყვეტას.

წყარო: transcor.ge