შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა  დირექტორმა  გიგლა თამაზაშვილმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემების ფუნქციონირების საკითხები რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  განიხილა – ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

„გენერალურმა დირექტორმა, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,  შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებიც  დაათვალიერა და სისტემის გამართულად მუშაობისთვის არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილი გახდა 4 375 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1600 ჰექტარზე გაუმჯობესდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.