რუსეთის მიერ დაზიანებული შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უკრაინას საწყის ეტაპზე 500 მილიონი ევრო სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ანდრეი კაშუბამ განაცხადა.
როგორც ანდრეი კაშუბა აცხადებს, რუსული თავდასხმების შედეგად საპორტო ინფრასტრუქტურის თითქმის 400 ობიექტი დაზიანდა. პორტები უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან თავისი ექსპორტის 90%-ზე მეტს ზღვით გზავნის.
„იდენტიფიცირებული გვაქვს პორტებისა და სანაოსნო ტრანსპორტისთვის ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც დაზიანებულია და ახლა მათი აღდგენა გვიწევს“, – განაცხადა ანდრეი კაშუბამ.
მან აღნიშნა, რომ პორტების ინფრასტრუქტურის სრული აღდგენის ღირებულება ერთ მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
წყარო: 1 არხი