ქობულეთის მუნიციპალიტეტი საშხაპეების შესაძენად 400 000 ლარს დახარჯავს, მათ შორის, საშხაპეებს ყიდულობს ცხოველებისთვისაც.

როგორც "პირველების" მიერ მოპოვებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, შესყიდვა ტენდერის გარეშე, პირდაპირი ხელშეკრულებით ხორციელდება.

მერის ადმინისტრაციამ 20 ახალი საშხაპე ივლისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს, ანუ მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, დასასრულს მიუახლოვდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ივლისის ბოლოსთვის საშხაპეების მონტაჟი უკვე დაგვიანებულია. ამასთან, ქობულეთელებს უჭირთ დაჯერება, რომ საშხაპეები ცხოვრელებისთვისაც უნდა გაკეთდეს.

"რაღა დარჩა, ერთი თვე რჩება სეზონი და მაგის გახსნას არაფერი აზრი არ აქვს", - ამბობენ ადგილობრივები. 

როდის დაიწყებს კომპანია "გეოლოდი" საშხაპეების დამზადებას, თუმცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. კომპანიის ხელმძღვანელი შოთა მიქელაძე იწმუნება, რომ სამუშოებს დათქმულ ვადებში შეასრულებს.

"თქვენ დაგვეხმარეთ და ჩვენ ყველაფერს შევეცდებით," - ამბობს სატელეფონო საუბარში მიქელაძე. 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, საშხაპეები, რომელსაც კომპანია დაამზადებს, ქალაქ ქობულეთის მინიციპალიტეტის მერიას უნდა მიაწოდოს. მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ბულვარის და ზღვისპირა სკვერების რეაბილიტაცია. ასევე ამტკიცებენ, რომ მერიის ბალანსზე არსებული საშხაპეების მონტაჟი ჯერ კიდევ მაისის თვეში დაიწყეს, თუმცა უხვი ნალექის გამო ისინი დაზიანდა. უწყების მტკიცებით, საშხაპეების შეძენა ტენდერით იყო გათვალისწინებული, თუმცა ეს დროში გაიწელებოდა.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქობულეთის სანპიროზე ზოლზე მხოლოდ ერთი საშხაპეა და ისიც მოქალაქეებმა საკუთარი ძალებით გააკეთეს.