„ლაგუნასთან“ 4 შუქნიშანია დამატებული - წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნების დამატება არ იყო სწორი,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აპრილის დასაწყისში დასრულდა. მოეწყო შუქნიშნები, რომელთა მუშაობასაც ხელოვნური ინტელექტი არეგულირებს, ასევე ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი; გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლიც.

გიორგი ჯაფარიძე ამ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ საცობების კუთხით ეს უფრო გაამწვავებს პრობლემას.

„ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე 4 შუქნიშანია დამატებული. წრიულის ფუნქციაა, რომ მძღოლებმა თვითონ დაარეგულირონ მოძრაობა. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირი იყო საცობი. კიდევ ერთხელ კულტურამდე მივდივართ, რეალურად შესაძლებელი იყო ესტაკადის გაკეთება.

პირველ დღეებში ამ ყველაფერმა სრული ქაოსი გამოიწვიაა, სააღდგომო პერიოდში ავტომობილების რაოდენობა შემცირდა და დასკვნას ვერ გამოვიტანთ არის თუ არა პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნების დამატება არ იყო სწორი გადაწყვეტილება და გამოჩნდება. ხელოვნურად არ უნდა შევაფერხოთ მოძრაობა იქ, სადაც შესაძლებელია ავტომობილები მოძრაობდნენ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

www.bpn.ge