17 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის ლაზერი წარადგინა, რომელიც მათი განცხადებით, წლის ბოლომდე სრულიად ამოქმედდება და ქვეყნის მრავალშრიან საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.
100-კილოვატიანი ლაზერის, რომელსაც Iron Beam დაარქვეს Rafael Advanced Defense Systems-ისა და Elbit Systems მიერაა შექმნილი.
სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ისრაელში ჩატარებული ტესტების სერიაში სისტემამ წარმატებით შეაჩერა დრონები, რაკეტები, ჭურვები და თვითმფრინავები. ის უახლოეს თვეებში რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირდება და დამატებით დაცვის ფენას შექმნის.
განცხადების მიხედვით, თითოეული სამიზნის ჩამოგდება ხუთ დოლარზე ნაკლები ჯდება, მაშინ როცა რაკეტებზე დაფუძნებული სისტემების თითო გასროლა ათი ათასობით დოლარი ღირს.
ისრაელი აცხადებს, რომ ახალი სისტემით შედეგს პირველმა მიაღწია.